logo_geo
ინდოეთში ღორის შავი ჭირის აფეთქებაა
- +

9 აპრილი. 2021. 13:03

 

 

ინდოეთის მიზორამის შტატში ღორის შავი ჭირის ახალმა აფეთქებამ შინაური ცხოველების მასობრივად დაღუპვა გამოიწვია. შტატში 125 ღორის სიკვდილი დადასტურდა. სოფელ ლუნგლეიში საქონლის დახოცვა 21 მარტიდან დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

დახოცილი ცხოველების ნიმუშებს ლაბორატორიაში სწავლობენ. წინასწარი შედეგებით, ღორების მასობრივი დაცემის მიზეზი აფრიკული შავი ჭირია. ადგილობრივი ხელისუფლება ინფექციის გავრცელების შეჩერებას ცდილობს.

 

გასულ წელს აფრიკული შავი ჭირის აფეთქება ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ასამისა და არუნაჩალ-პრადეშის შტატებში მოხდა. წელს ინფექციის გავრცელება ჩინეთში, ვიეტნამსა და მალაიზიაშიც დაფიქსირდა.

 

 

big_banner
არქივი