logo_geo
ინდოეთში კოვიდ-ჰოსპიტალში გაჩენილ ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა
- +

10 აპრილი. 2021. 12:01

 

ინდოეთში, ქალაქ ნაგპურში მდებარე საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდნენ ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Hindu ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00 საათზე, საავადმყოფოს პირველ სართულზე გაჩნდა. ხანძარი მეორე სართულზეც გავრცელდა, სადაც რეანიმაციის განყოფილებაში 10 პაციენტი იყო მოთავსებული.

 

10-დან 6-მა პაციენტმა პალატა დამოუკიდებლად დატოვა, ხოლო შიგნით დარჩენილი 4 პირი ასფიქსიის შედეგად გარდაიცვალა.

 

წყაროების ცნობით, 27 პაციენტი სამკურნალოდ სხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამჟამად დადგენილი არ არის, თუმცა წინასწარი მონაცემებით, იგი შესაძლოა მოკლე ჩართვას გამოეწვია.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი