logo_geo
მამაკაცმა გატაცებული სასწრაფოს მანქანით 7 კაცის მოკვლა სცადა
- +

12 აპრილი. 2021. 17:31

 

ნორვეგიაში 33 ნიკოლაი კაუფანგის სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელსაც რამდენიმე მძიმე დანაშაულზე აქვს წაყენებული ბრალი. მამაკაცმა 2019 წელს სასწრაფო დახმარების მანქანა გაიტაცა და 7 ადამიანის მოკვლა სცადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

კაუფანგმა იარაღის მუქარით მანქანა წაართვა ექიმებს, რომლების მისი მიზეზით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე რეაგირებას ცდილობდნენ. ეჭვმიტანილმა, რომელსაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება გადაჰქონდა, მანქანა გაიტაცა და სამართალდამცავებისგან თავის დაღწევა სცადა. ამ დროს მან მანქანა ტროტუარზე მყოფი ადამიანებისკენ მიმართა და მათ დაედევნა. ტროტუარზე მყოფმა დედამ, რომელსაც საბავშვო ეტლში 8 თვის ტყუპი ჰყავდა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა თავის დაღწევა ძლივს შეძლეს. ერთი მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა, თუმცა, მას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება არ მიუღია. გაქცეული დამნაშავე დაკავებამდე კიდევ რამდენიმე მანქანას დაეჯახა.

 

მსგავსი ბრალდებებით კაუფანგს 21 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუმცა, სასამართლომ სასჯელის დამატებითი ზომა შეიძლება მოითხოვოს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი