logo_geo
ანრი ოხანაშვილი: მოლაპარაკების მაგიდაზე წარმოდგენილ დოკუმენტზე, შესაბამისი დაზუსტებების გაკეთებით, ხელმოსაწერად მზად ვიყავით
- +

13 აპრილი. 2021. 12:53

 

 

„მოლაპარაკების მაგიდაზე წარმოდგენილ დოკუმენტზე, შესაბამისი დაზუსტებების გაკეთებით, ხელმოსაწერად მზად ვიყავით,“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

 

ოხანაშვილის თქმით, ის რომ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების და რურუას საკითხი არ აღმოჩნდა, ეს ოპოზიციური ჯგუფებისთვის როგორც ევროკავშირისთვის, ასევე აშშ-სთვის და მმართველი პარტიისთვის ბოიკოტის გამოცხადების საფუძველი გახდა.

 

„ჩვენ მოლაპარაკების მაგიდაზე კონკრეტული, ძალიან სამართლიანი შეთავაზებები დავდეთ. ამ შეთავაზებების გადახედვის საფუძველი არ არსებობს. მზად ვართ, მის გარშემო გავაგრძელოთ მსჯელობა, თუკი ეს ვინმეს სურს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი