რუსეთმა კასპიის ზღვიდან შავ ზღვაში 15 სამხედრო ხომალდი გადაისროლა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხედრო ხომალდები შავ ზღვაში სამხედრო სწავლებებში მიიღებენ მონაწილეობას.
სამხედრო ხომალდები შავ ზღვაში ვოლგა-დონის არხით მიემართებიან.
დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნა რუსეთის ნერვებზე თამაშის მცდელობაა.
„აშშ-ს ვაფრთხილებთ, რომ ყირიმისგან თავი შორს დაიჭირონ. ეს მათივე სასიკეთოდ იქნება“, - განაცხადა მან.
9 აპრილს აშშ-მა თურქეთს შეატყობინა, რომ მიმდინარე კვირას ორი სამხედრო ხომალდი ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში შევა. არსებული ინფორმაციით, ამერიკული სამხედრო ხომალდები შავ ზღვაში 4 მაისამდე დარჩებიან.