logo_geo
ქალს პატარა სახლში 60-მდე ცხოველი ჰყავდა
- +

14 აპრილი. 2021. 12:21

 

 

იაპონიაში, ტოკიოში პოლიციამ ქალი დააკავა, რომელსაც ბრალად ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა ედება. მას პატარა სახლში სხვადასხვა სახეობის 60-მდე ცხოველი ჰყავდა. ამის შესახებ ინფორმაციას NHK ავრცელებს.

 

მეზობლებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ 46 წლის ქალის სახლიდან ხშირად გამორბოდნენ მშიერი ძაღლები. ამასთან, ტერიტორიაზე მუდმივად იდგა უსიამოვნო სუნი.

 

გამოძახების ადგილზე მისულ პოლიციას, არცთუ ისე დიდ სახლში, 24 სხვადასხვა სახეობის 58 ცხოველი დახვდა. მათ შორის იყო გველები, ზღარბები და ნიანგებიც კი.

 

თავად ქალი არ უარყოფს, რომ შინაურ ცხოველებზე ზრუნვას, მათი სიმრავლის გამო, ვერ უმკლავდებოდა. მისივე თქმით, მან ცხოველები იყიდა იმ ფულით, რომლითაც უცხოეთში მოგზაურობას გეგმავდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო მან მოგზაურობა ვერ შეძლო.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი