logo_geo
რუსეთის შეტევა უკრაინაზე შეიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს
- +

14 აპრილი. 2021. 12:45

 

„კრემლში უნდა გაიგონ, რომ უკრაინის ტერიტორიის დაპყრობის მცდელობა შეიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს“, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა და სამმხრივ კომისიაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა ლეონიდ კრავჩუკმა განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

 

მისი განცხადებით, საჭიროა ყველა სცენარისთვის მზადება, რადგანაც რუსეთის უკრაინის საზღვართან ჯარის განთავსებას განაგრძობს.

 

„მე მოვისმინე ზელენსკის სიტყვები იმის შესახებ, რომ უკრაინა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად მზად არის. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. უკრაინა ამისთვის 7 წელია მზად არის, უბრალოდ მზადყოფნის სხვადასხვა დონეა. რთულია იმის თქმა, როდის მოიყვანს რუსეთი მოქმედებაში თავის აგრესიულ რიტორიკას. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ემუქრებიან უკრაინას, დაშლით ემუქრებიან უკრაინის სახელმწიფოს. ასე რომ ასეთ პირობებში ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა კრავჩუკმა.

 

მან ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებზე, რომლებიც ამბობენ, რომ „უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მარტო არ დარჩება“.

 

კრავჩუკი ამბობს, რომ თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიის დაპყრობას დაიწყებს, ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე მისი მოგერიებისთვის მზად უნდა იყოს.

 

„კრემლში უნდა მიხვდნენ, რომ უკრაინაზე თავდასხმა მათთვის მარტივი პარადი არ იქნება. ეს სულაც არ იქნება ის, რაც ყირიმში იყო 2014 წელს. ეს იქნება ბრძოლა. იქნება ნამდვილი ომი“, - განაცხადა კრავჩუკმა.

 

ცნობისთვის, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობა განსაკუთრებით აპრილის დასაწყისიდან გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტები უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულებით ყოველდღე ცეცხლს ხსნიან. არიან დაღუპულები და დაჭრილები.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი