logo_geo
აშშ-ში გემი მგზავრებთან ერთად ჩაიძირა
- +

14 აპრილი. 2021. 18:52

 

შეერთებულ შტატებში, ლუიზიანის სანაპიროებთან, მექსიკის ყურეში, ქარიშხლის გამო კომერციული ლიფტური გემი (liftboat) ჩაიძირა, რომელშიც 18 მგზავრი იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ „The New York Times“ ავრცელებს.

 

ცნობილია, რომ ხომალდმა სამაშველო სიგნალი გუშინ ღამე მისცა. მაშველებმა მხოლოდ 6 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

 

„ჩვენ კვლავ ვეძებთ ხალხს. 12 ადამიანის ბედი უცნობია", - განაცხადეს აშშ-ის სანაპირო დაცვაში.

 

მაშველების თქმით, სამაშველო ოპერაციაში ორი ნავი, ვერტმფრენი და ოთხი სამოქალაქო გემი მონაწილეობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი