logo_geo
ბოლო 24 საათში მსოფლიოში კოვიდ-ინფიცირების 679 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა
- +

14 აპრილი. 2021. 21:22

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 679 003 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში 10 367 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 136 996 364 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 951 832 ადამიანი გარდაცვალა.

 

 

big_banner
არქივი