logo_geo
აშშ 10 რუს დიპლომატს გააძევებს
- +

15 აპრილი. 2021. 11:45

 

 

კომპანია  „SolarWinds“-ის პროგრამულ უზრუნველყოფაზე ჰაკერულ თავდასხმასთან და საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით აშშ რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს. ვაშინგტონი ქვეყნიდან 10 რუს დიპლომატს გააძევებს. ინფორმაციას „Bloomberg“ ავრცელებს. სანქციები შეეხება არა მხოლოდ დიპლომატებს. შეზღუდვებში მოხვდება ასევე დამატებით 30-მდე პირი, რომლებიც ხელისუფლებისა და დაზვერვის წარმომადგენლების არიან.

 

სანქციები შეეხება ასევე კრემლის დაზვერვის კონტროლის ქვეშ მყოფ რუსულ გამოცემებსა და უცხოურ კომპანიებს, რომლებიც აშშ-ის განცხადებით, რუსეთის ინტერესების სასრგებლოდ მოქმედებენ.

 

შეზღუდვები ძალაში დღეიდან შევა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი