logo_geo
ტაივანელმა მამაკაცმა შვებულების მისაღებად ოთხჯერ იქორწინა
- +

15 აპრილი. 2021. 16:24

 

 

ტაივანელმა მამაკაცმა, რომელიც ადგილობრივი ბანკის თანამშრომელია, რომანტიკული თავგადასავლის მოწყობა გადაწყვიტა. ადგილობრივი კანონის თანახმად, პირს, რომელიც დაქორწინებას აპირებს, უფლება აქვს, მიიღოს რვადღიანი ანაზღაურებადი შვებულება, მაგრამ რვა დღე მამაკაცისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ „Oddity Central“ ავრცელებს.

 

მამაკაცმა თავისი გულის სწორი იპოვა და გოგონას დაქორწინება შესთავაზა. დაქორწინებისა და ნანატრი შვებულების მიღების შემდეგ, მეოცნებე ანაზღაურებადი შვებულების ბოლო დღეს ცოლს გაშორდა, ხოლო მეორე დღეს კვლავ წაიყვანა იგი დასაქორწინებლად და დამატებითი დასვენების დღეებიც მიიღო.

 

შედეგად, წყვილმა 37 დღის განმავლობაში ოთხჯერ შეძლო ერთი და იმავე სქემის გამოყენება. მამაკაცმა 32-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება მიიღო. როდესაც მამაკაცმა მეოთხედ მოითხოვა ანაზღაურებადი შვებულების მიღება, კომპანიამ მას უარი განუცხადა.

 

ამის შემდეგ ტაივანელმა მამაკაცმა შრომის ბიუროს საჩივარი წარუდგინა, კომპანია კანონის დარღვევაში დაადანაშაულეს და მას 20 ათასი ტაივანური ფულის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს. კომპანიამ შრომით ბიუროს განუცხადა, რომ დასაქმებულმა შვებულება განზრახ გამოიყენა და თავად დაარღვია შვებულების წესები.

 

ყველაზე უცნაური კი ისააა, რომ კომპანია ვერაფერს გახდა. შრომის სამსახურმა დაადასტურა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულის ქცევა არ იყო ეთიკური, ის კანონს არ არღვევდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი