logo_geo
ჯო ბაიდენი: რუსეთის ზოგიერთი ქმედება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის უჩვეულო და საგანგებო საფრთხეს წარმოადგენს
- +

15 აპრილი. 2021. 20:35

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ რუსეთის ზოგიერთი ქმედება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის უჩვეულო და საგანგებო საფრთხეს წარმოადგენს.

 

„მივიჩნევ, რომ რუსეთის მთავრობის მავნე საგარეო საქმიანობა უჩვეულო და საგანგებო საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის. აღნიშნულ საფრთხესთან გამკლავების მიზნით, საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებ“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

 

რუსეთისგან მომავალ საფრთხეებს შორის აშშ-ის პრეზიდენტმა გამოყო რუსეთის მცდელობები ძირი გამოუთხაროს თავისუფალი და სამართლიანი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს; ჩაერთოს და ხელი შეუწყოს მავნე კიბერაქტივობებს; წაახალისოს ტრანსნაციონალური კორუფცია უცხო ქვეყნების მთავრობებზე ზემოქმედების მიზნით; განახორციელოს ექსტერიტორიული ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს დისიდენტებს ან ჟურნალისტებს; შეარყიოს უსაფრთხოება შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან ქვეყნებსა და რეგიონებში და დაარღვიოს საერთაშორისო სამართლის დამკვიდრებული პრინციპები.

 

დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი