logo_geo
პოლონეთმა სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
- +

15 აპრილი. 2021. 22:31

 

პოლონეთმა სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ - ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

„2021 წლის 15 აპრილს, პოლონეთში რუსეთის ფედერაციის ელჩი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. ელჩს დიპლომატიური ნოტა გადაეცა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვარშავაში რუსეთის ფედერაციის საელჩოს სამი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილების საფუძველი დიპლომატიური სტატუსის დარღვევა და მითითებული პირების მიერ პოლონეთის რესპუბლიკის საზიანოდ საქმიანობის განხორციელებაა“, - წერია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პოლონეთი სოლიდარობას უცხადებს აშშ-ის გადაწყვეტილებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.

 

big_banner
არქივი