ტეხასის შტატში, სან-ანტონიოს საერთაშორისო აეროპორტში, მამაკაცი ერთ-ერთ ტერმინალში ავტომობილით შევარდა, რის შემდეგაც ცეცხლი გახსნა. მომხდარის შედეგად დაშავებულია 2 ადამიანი. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.
პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ჰქონდა და ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა.