logo_geo
ჩიკაგოს პოლიციამ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ ესვრის პოლიციელი 13 წლის ბიჭს
- +

16 აპრილი. 2021. 13:33

 

 

„ჩიკაგოს პოლიციამ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც 29 მარტს, პოლიციელის მიერ 13 წლის ბიჭის მკვლელობაა ასახული“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

ვიდეოში ისმის ხმა, როგორ ყვირის პოლიციელი „დააგდე!“. ირკვევა, რომ უშუალოდ იმ დროს, როცა ბიჭს ესროლეს, მას იარაღი ხელში არ სჭერია, თუმცა, გავრცელებულ კადრებში იარაღი ბიჭის სიახლოვეს ჩანს.

 

დაღუპული მოზარდი ლათინოამერიკელი ადამ ტოლედოა. შემთხვევას მოსახლეობის ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი