logo_geo
მეცნიერებმა ადამიანისა და მაიმუნის ჰიბრიდი ემბრიონი შექმნეს
- +

16 აპრილი. 2021. 17:54

 

ამერიკელ და ჩინელ მეცნიერთა ჯგუფმა ემბრიონი შექმნეს, რომელიც ადამიანისა და მაიმუნის უჯრედებისგან შედგება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Livescience  ავრცელებს.

 

მეცნიერებმა ადამიანის ათეულობით ღეროვანი უჯრედი მაიმუნის მზარდ ემბრიონებში შეიყვანეს. შედეგად, მიღებულმა ჰიბრიდებმა ლაბორატორიულ ჭურჭელში 20 დღემდე იარსება.

 

კვლევის ავტორის განცხადებით, 19 -დღიანი დაკვირვების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ეს მეცნიერების მიერ წინ გადადგმული ნაბიჯია, რომლის საშუალებითაც მეტი ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი ცხოველებისა და ადამიანების უჯრედების ურთიერთზემოქმედების შესახებ.

 

კვლევის მიზანია, შეიქმნას ფუნქციური ორგანოების წარმოების ახალი მეთოდი, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ორგანოების გადანერგვას საჭიროებენ.

 

მეცნიერებმა მაიმუნის, კერძოდ კი მაკაკას ემბრიონი იმ მიზეზით გამოიყენეს, რომ მათი გენეტიკა ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანისას.

 

https://report.ge/world/metsnierebma-adamianisa-da-maimunis-hibridi-embrioni-shekmnes/

 

big_banner
არქივი