logo_geo
კუბის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი რაულ კასტრო თანამდებობას ტოვებს
- +

17 აპრილი. 2021. 02:56

 

კუბის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი რაულ კასტრო თანამდებობას ტოვებს.

მედიის ინფორმაციით,  89 წლის პოლიტიკოსი კომუნისტური პარტიის მერვე ყრილობაში მონაწილეობს, რომელიც მისთვის უკანასკნელი იქნება.

სავარაუდოდ, პარტიის სათავეში მას კუბის მოქმედი პრეზიდენტი, 60 წლის მიგელ დიას-კანელი ჩაანაცვლებს.

რაულ კასტრო ბოლო 12 წელი მართავდა ქვეყანას. მისი თანამდებობიდან გადადგომით კუბაზე ძმებ კასტროების 60-წლიანი მმართველობა დასრულდა. რაულ კასტროს ივნისში 90 წელი შეუსრულდა. კომუნისტურ პარტიაში“ კასტროს ადგილს პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი დაიკავებს.

რაულ კასტრომ 2000-იან წლებში ჩაუდგა სათავეში კუბას. მან ძმა ფიდელი ჩაანაცვლა. რაულ კასტროს საქმიანობასთან არის დაკავშირებული კუბის მსოფლიო ბაზარზე შესვლა. მის მიერ 1992-1996 წლებში მიღებული ეკონომიკური კანონმდებლობა ქვეყნის ეკონომიკის დეცენტრალიზაციის საფუძველი გახდა.

 

 

 

big_banner
არქივი