logo_geo
SpaceX მთვარეზე NASA-ს ასტრონავტებს გადაიყვანს
- +

17 აპრილი. 2021. 11:54

 

 

კომპანია SpaceX-მა ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სამმართველოსთან კონტრაქტი გააფორმა, რომელიც მთვარეზე ასტრონავტების გადაყვანას ითვალისწინებს. ამის შესახებ განცხადება SpaceX-მა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

 

NASA-ს მიერ მოწყობილი შეჯიბრის ფინალურ ტურში ასევე ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის მონაწილეობდა.

 

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, კოსმოსურ სააგენტო NASA-ს ბიუჯეტი გაუზარდა პროექტისთვის, რომლის ფარგლებშიც ამერიკელი ასტრონავტები 2024 წლისთვის მთვარეზე უნდა დაბრუნდნენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი