logo_geo
რუსეთი 10 ამერიკელ დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს
- +

17 აპრილი. 2021. 11:54

 

 

რუსეთი 10 ამერიკელ დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ინფორმაციას iz.ru ავრცელებს.

 

„აი, თქვენ საუბრობთ, რომ 10 რუსი დიპლომატი შეიყვანეს სიაში და მათ აშშ უნდა დატოვონ. ჩვენ ამაზე პასუხს სარკისებურად გავცემთ. 10 ამერიკელ დიპლომატს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას დავატოვებინებთ,“ - განაცხადა ლავროვმა.

 

დიპლომატების გაძევება აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას დაემთხვა. შეზღუდვები რუსეთის 32 იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეეხება. აშშ-ის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს ადამიანები და ორგანიზაციები აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში ერეოდნენ და ქვეყნის წინააღმდეგ დეზინფორმაციის და სხვა მავნე ქმედებებს ახორციელებდნენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი