logo_geo
რუსეთის „ეფესბემ“ სანკტ-პეტერბურგში უკრაინის კონსული დააკავა
- +

17 აპრილი. 2021. 12:13

 

 

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (ეფესბე) სანკტ-პეტერბურგში უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული ალექსანდრ სოსონიუკი დააკავა.

 

უწყების ცნობით, უკრაინელი დიპლომატი 16 აპრილს დააკავეს, როდესაც ის რუსეთის მოქალაქეს შეხვდა, რათა მისგან „სამართალდამცავი ორგანოების მონაცემთა ბაზაში შენახული დახურული ხასიათის ინფორმაცია მიეღო“.

 

„მსგავსი საქმიანობა შეუთავსებელია დიპლომატიურ სტატუსთან და რუსეთის წინააღმდეგ მტრულ ხასიათს ატარებს“, - აცხადებენ „ეფესბეში“ და აღნიშნავენ, რომ ალექსანდრ სოსონიუკის მიმართ საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისწინებული ზომები იქნება მიღებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი