logo_geo
ბრიტანეთის დედოფალი საზოგადოებას პრინც ფილიპთან თანაცხოვრებისას გადაღებულ ფავორიტ ფოტოებს უზიარებს
- +

17 აპრილი. 2021. 14:06

 

 

„ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე, საზოგადოებას იმ ფოტოებს უზიარებს, რომელიც მეუღლესთან 73-წლიანი თანაცხოვრების დროსაა გადაღებული“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

დედოფლის საყვარელ ფოტოებს შორისაა 18 წლის წინ, აბერდინშირში გადაღებული ფოტო.

 

გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის მეუღლეს, პრინც ფილიპს დღეს დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონია უინძორის სასახლეში, წმინდა გიორგის სამლოცველოში გაიმართება. დაკრძალვის ცერემონია თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის მეუღლე 99 წლისა გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი