logo_geo
ავსტრალიაში ერთჯერადი პლასტმასის ნაწარმი აიკრძალება
- +

17 აპრილი. 2021. 16:45

 

 

ავსტრალიამ პირობა დადო, რომ 2025 წლისთვის, ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნაწარმი, დანა-ჩანგალი და საწრუპები აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას UniLad ავრცელებს.

 

ქვეყნის მთავრობამ უკვე წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც ერთჯერადი პლასტმასის ნაწარმის ამოღება მოხდება, თუმცა ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული ინფორმაცია, თუ უშუალოდ რას მოიცავს აკრძალვა.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საჭიროა, რომ 8 სხვადასხვა ტიპის „პრობლემური და არასაჭირო“ პლასტიკური ნარჩენები აიკრძალოს, მათ შორის: პოლიეთილენის პარკები, პლასტმასის დანა-ჩანგალი, საწრუპები, პოლისტიროლის საკვების კონტეინერები და სხვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი