logo_geo
„ხმა ჩაიწყვიტე, მეგან“ – 99 წლის პრინცი ფილიპის სიკვდილში მეგან მარკლს ადანაშაულებენ
- +

18 აპრილი. 2021. 20:18

 

მეგან მარკლს ჰეითერების განსასჯელი კიდევ ერთხელ გახდა. ამჯერად, დედოფალ ელისაბედის მეუღლე, 99 წლის პრინცი ფილიპის სიკვდილში რადიკალების ფრთა მეგან მარკლს ადანაშაულებს.

 

ავსტრალიურ შოუში „Sunrise“ განაცხადეს, რომ მეგანისა და ჰარის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ ოპრა უინპრისთან ელისაბედ მეორის ჯანმრთელობა გაუარესდა, ცოტა ხანში კი პრინციც გარდაიცვალა.

 

ეს ინფორმაცია საკმარისი აღმოჩნდა ფილიპის სიკვდილში მეგან მარკლის დასადანაშაულებლად. გადაცემის წამყვანმა პირდაპირ მოუწოდა მეგანს, გაჩუმდეს, სანამ სამეფო ოჯახში კიდევ ვინმე „არ მოუკლავს“.

 

„პირდაპირ ვიტყვი, ხმა ჩაიწყვიტე, მეგან“ – განაცხადა ტელეწამყვანმა.

 

ცნობისთვის, მეგანი პრინცი ფილიპის დაკრძალვაზე არ მისულა. მიზეზად ფეხმძიმობა დაასახელა, ასევე სამეფო ოჯახის კვლავ გაერთიანება, რაშიც თავს ზედმეტად მიიჩნევს.

 

„ვფიქრობ, დედოფალი გამიგებს… ეს დაკრძალვა კარგი საშუალება იქნება ძმების შესარიგებლად და ოჯახის გასაერთიანებლად. მე ამისთვის საჭირო არ ვარ“, – ამის შესახებ Daily Mail-სთან მეგანთან დაახლოებული პირი ციტირებს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი