logo_geo
„ფეისბუქის“ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მათ თანამშრომლებს შეუძლიათ, სახლიდან მუშაობა პანდემიის შემდეგაც გააგრძელონ
- +

19 აპრილი. 2021. 13:14

 

 

„ფეისბუქის“ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მათ თანამშრომლებს შეუძლიათ, სახლიდან მუშაობა პანდემიის შემდეგაც გააგრძელონ. როგორც სოციალურ ქსელში აცხადებენ, მათი აზრით, დისტანციურად მუშაობა კაცობრიობის მომავალია. ამრიგად, „ფეისბუქის“ თანამშრომლებს შეუძლიათ, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მენეჯერებს მიმართონ და მათი თანხმობის შემთხვევაში, სახლიდან მუშაობა მუდმივად გააგრძელონ.

 

შეგახსენებთ, გასულ მაისში „ფეისბუქის“ ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ მომდევნი 5-10 წლის განმავლობაში სოციალური ქსელის თანამშრომელთა 50 პროცენტი სახლიდან იმუშავებს.

 

„ფეისბუქი“ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას და თანამშრომელთა სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას მაისის დასაწყისში აპირებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი