logo_geo
პრინცი ფილიპის გარდაცვალების შემდეგ, მეგანი მზად არის, სამეფო ოჯახს აპატიოს – მარკლის მეგობარი
- +

19 აპრილი. 2021. 15:25

 

 

მეგან მარკლის მეგობარი აცხადებს, რომ პრინცი ფილიპის გარდაცვალების შემდეგ, მეგანი მზად არის, სამეფო ოჯახს აპატიოს და სურს, „უთანხმოებები გვერდზე გადადოს“. ინფორმაციას ამის შესახებ „Mirror“ ავრცელებს.

 

„მეგანის თქმით, ახლა მისთვის მნიშვნელოვანი პრინცი ჰარის მხარდაჭერაა. მისი თქმით, ასეთ დროს ოჯახმა თავიანთი უთანხმოებები გვერდზე უნდა გადადოს და გაერთიანდეს. ის პატიებისთვის მზად არის“,- განაცხადა მეგანის მეგობარმა.

 

მეგანი პრინცი ფილიპის დაკრძალვაზე არ იმყოფებოდა. ამის მიზეზად მეგანის ორსულობა სახელდება. ასევე, როგორც მეგანი ამბობს, არ უნდოდა, ყურადღების ცენტრში მოქცეულიყო.

 

ცნობისთვის, რადიკალების ნაწილი მეგან მარკლს 99 წლის პრინცი ფილიპის სიკვდილში ადანაშაულებს.

 

ავსტრალიურ შოუში „Sunrise“ განაცხადეს, რომ ოპრა უინფრისთან მეგანისა და ჰარის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ ელისაბედ მეორის ჯანმრთელობა გაუარესდა, ცოტა ხანში კი პრინციც გარდაიცვალა.

 

გადაცემის წამყვანმა პირდაპირ მოუწოდა მეგანს, გაჩუმდეს, სანამ სამეფო ოჯახში კიდევ ვინმე „არ მოუკლავს“.

 

„პირდაპირ ვიტყვი, ხმა ჩაიწყვიტე, მეგან“,- განაცხადა ტელეწამყვანმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი