logo_geo
ბესო ზანგური: რამდენჯერაც თავის შვილებს რამეს უყიდიან, იმდენჯერ ჩემი შვილები გაახსენდეთ
- +

20 აპრილი. 2021. 12:46

 

„უფალს ვთხოვ, ყველას მიეგოს ისე, ისეთი სიმართლით, რაც ჩემზე თქვეს და დაწერეს. და რამდენჯერაც თავის შვილებს რამეს უყიდიან, იმდენჯერ ჩემი შვილები გაახსენდეთ“, – ამის შესახებ მსახიობი ბესო ზანგური ალიასთან მიცემულ ინტერვიუში ამბობს.

 

მსახიობმა მადლობა გადაუხადა მეგობრებს მხარდაჭერისთვის ხოლო მეუღლეს, რომელიც ამ მდგომარეობას ძალიან განიცდის, ბოდიშს უხდის.

 

“მაგათ სინდისზე იყოს, ყველა ის შემთხვევა, როდესაც ჩემ შვილებს რამე მოუნდებათ და დაჭირდებათ…

 

უფალს ვთხოვ, ყველას მიეგოს ისე, ისეთი სიმართლით, რაც ჩემზე თქვეს და დაწერეს. და რამდენჯერაც თავის შვილებს რამეს უყიდიან, იმდენჯერ ჩემი შვილები გაახსენდეთ.

 

 მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემ მეუღლეს, რომელიც ჩავაყენე საშინელ მდგომარეობაში, დროებითია ეს მდგომარეობა დარწმუნებული ვარ, მაგრამ ახლა, ამ წუთებში, ძალიან მძიმედ განიცდის…”, – განაცხადა ბესო ზანგურმა.

 

ცნობისთვის, ნინუცა მაყაშვილზე ძალადობის შესახებ რეპორტაჟის მომზადებისას “კურიერის” კამერამ გადაიღო კადრი, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ბესო ზანგურის მხრიდან დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, საუბარია ბავშვის თანდასწრებით უხამს ქმედებებზე.

 

“კურიერმა” იურისტებთან და ბავშვთა უფლებების დამცველებთან კონსულტაციის შემდეგ, მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი