logo_geo
ჩეხეთი მოსკოვს კიდევ რამდენიმე რუსი დიპლომატის გაძევებით დაემუქრა
- +

22 აპრილი. 2021. 02:27

 

 

ჩეხეთი მოსკოვს კიდევ რამდენიმე რუსი დიპლომატის გაძევებით დაემუქრა. აღნიშნულის შესახებ ჩეხეთის ახალდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაკუბ კულგანეკმა განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსეთი გაძევებულ ჩეხ დიპლომატებს უკან თუ არ დააბრუნებს, პრაღა რუსეთის საელჩოში დიპლომატების რაოდენობას შეამცირებს.

 

„რუსეთის რეაქცია დიპლომატების გაძევებაზე არ იყო პროპორციული და რუსეთში ჩეხეთის საელჩოს პარალიზება გამოიწვია. დღეს მე კიდევ ერთხელ გამოვთქვი პროტესტი და მოვუწოდე რუსეთის ელჩს, რომ ხვალ 12:00 საათამდე რჩება დრო, რათა მათ ჩეხი დიპლომატები უკან მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ პრაღაში რუსეთის საელჩოში დიპლომატების რაოდენობას შევამცირებთ“, – განაცხადა ჩეხეთის იაკუბ კულგანეკმა.

 

შეგახსენებთ, რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა. ეს ნაბიჯი მოსკოვში პრაღის მიერ 18 რუსი დიპლომატის გაძევების საპასუხოდ გადადგეს. სკანდალი უკავშირდება ჩეხეთის დასახლება ვრბიცეში 2014 წელს მომხდარ აფეთქებას, რაშიც ჩეხეთის მთავრობა რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი