logo_geo
ჯეფრი ეფშტეინის სახლი, სადაც არასრულწლოვან გოგონებს და ქალებს აუპატიურებდნენ, დაანგრიეს
- +

22 აპრილი. 2021. 18:53

 

 

 

აშშ-ში, ფლორიდაში არსებული მდიდრული სახლი, სადაც პროკურორების თქმით ჯეფრი ეფშტეინი არასრულწლოვან გოგონებს და ქალებს მრავალი წლის განმავლობაში აუპატიურებდა, დაანგრიეს. ამის შესახებ ინფორმაციას Nypost ავრცელებს.

 

დეველოპერმა ტოდ მიშელმა სახლი $18,5 მილიონად შეიძინა და მისი დანგრევის შესახებ მარტში დააანონსა. გაყიდვიდან მიღებული თანხა, კომპენსაციის სახით, დაზარალებულ ოჯახებს გადაეცა. ასევე გაიყიდა მანჰეტენზე არსებული ეფშტეინის სახლი $50 მილიონად. მიღებული თანხა ასევე მსხვერპლების ოჯახს გადაეცა.

 

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ჯეფრი ეფშტეინი, რომელიც პირად კუნძულს ფლობდა, რამდენიმე წლის წინ პედოფილიაში ამხილეს. ეფშტეინი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან და მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პირებთან მეგობრობდა.

 

ეფშტეინს პედოფილიაში დასდეს ბრალი. გამოძიების ინფორმაციით, იგი თავისი გავლენებით სარგებლობდა და არასრულწლოვანი გოგონები კუნძულზე პირადი თვითმფრინავით გადაჰყავდა, სადაც მსოფლიო ელიტა იკრიბებოდა. სამართალდამცავების ცნობით, რამდენიმე მსხვერპლი გოგონა 14 წლის იყო.

 

2019 წლის 10 აგვისტოს ჯეფრი ეფშტეინმა ციხეში თავი მოიკლა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი