logo_geo
ჩეხეთი რუსეთის საელჩოს 63 თანამშრომელს ქვეყანას ატოვებინებს
- +

22 აპრილი. 2021. 22:53

 

რუსეთი მოითხოვს, რომ ჩეხეთის საელჩომ შეამციროს თანამშრომელთა რაოდენობა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

 

„პრაღის მტრული ქმედებების საპასუხოდ, მოვითხოვეთ მოსკოვში ჩეხეთის საელჩოს შემადგენლობის შემცირება“, - განაცხადა უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

 

მანამდე, სამინისტროში რუსეთში ჩეხეთის ელჩი დაიბარეს, რომელსაც გამოეცხადა პროტესტი „ოფიციალური პრაღის ქმედებებთან დაკავშირებით“.

 

უწყების ცნობით, ელჩს ეცნობა, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას სხვა ნაბიჯებიც გადადგას „ჩეხეთში ანტირუსული ისტერიკული კამპანიის შემთხვევაში“.

 

ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთის ხელისუფლებამ მოითხოვა რუსეთის საელჩოს 63-მა თანამშრომელმა დატოვოს პრაღა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაკუბ კულგანეკმა ტელევიზიით განაცხადა.

 

მისი თქმით, 63-მა თანამშრომელმა ჩეხეთი უნდა დატოვოს ოჯახის წევრებთან ერთად.

 

მინისტრის განცხადებით, ქვეყნის დასატოვებლად მათ ვადა მაისის ბოლომდე აქვთ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი