logo_geo
რომის პაპი: კორონავირუსის პანდემია და კლიმატის საკითხი ცხადყოფს, რომ დრო აღარ დაგვრჩა
- +

22 აპრილი. 2021. 23:21

 

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ კაცობრიობამ პანდემიიდან გაკვეთილი უნდა გამოიტანოს, რათა ბუნება დაიცვას. ამის შესახებ რომის პაპმა დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

 

„კორონავირუსის პანდემიამ გვასწავლა, რომ ბუნებასთან დაკავშირებულნი ვართ, რომ პლანეტას სამართლიანად უნდა მოვექცეთ.

კორონავირუსის პანდემია და კლიმატის საკითხი ცხადყოფს, რომ დრო აღარ დაგვრჩა. როდესაც ბუნების განადგურების პატრუქს ცეცხლს უკიდებენ, მერე პროცესის შეჩერება ძალიან რთული ხდება. უფალი ყოველთვის პატიობს, ჩვენ, ხალხი, ზოგჯერ ვპატიობთ, ხოლო ბუნება არასდროს პატიობს“, - აღნიშნა რომის პაპმა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი