logo_geo
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, კოლუმბიის ოლქის 51-ე შტატად გამოცხადების შესახებ კანონპროექტი მიიღო
- +

22 აპრილი. 2021. 23:46

 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი კოლუმბიის ოლქის 51-ე შტატად გამოცხადების შესახებ. ინფორმაციას ტელეკომპანია „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.

 

დემოკრატების მიერ კონტროლირებად წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტს 216-მა კანონმდებელმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 208 კონგრესმენი იყო.

 

კანონის დასამტკიცებლად ის სენატმა უნდა მიიღოს, სადაც რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს ხმების თანაბარი რაოდენობა აქვთ. ამ ეტაპისთვის კანონპროექტს სენატში 45 მხარდამჭერი ჰყავს.

 

კოლუმბიის ფედერალური ოლქისთვის შტატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში ის კონგრესში წარმოდგენილი იქნება ორი სენატორით და ერთი კონგრესმენით. ასევე საკანონმდებლო ინიციატივით, შტატის სახელწოდება იქნება „ვაშინგტონი, დუგლასის თანამეგობრობა“ რასიზმისა და მონობის წინააღმდეგ მებრძოლი ფედერიკ დუგლასის საპატივცემულოდ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი