logo_geo
2017 წელს ნიუ-იორკის მეტროში აფეთქების მოწყობისთვის ბანგლადეშელ აკაიედ ულას სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
- +

23 აპრილი. 2021. 10:40

 

 

2017 წელს ნიუ-იორკის მეტროში აფეთქების მოწყობისთვის ბანგლადეშელ აკაიედ ულას სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი ფედერალურმა მოსამართლემ რიჩარდ სალივანმა გამოიტანა, რომელმაც დანაშაულს ბარბაროსული და ამაზრზენი უწოდა.

 

პროკურატურა აკაიედ ულასთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდა და აცხადებდა, რომ თავდასხმა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით იყო ჩადენილი.

 

განაჩენის გამოტანამდე 31 წლის აკაიედ ულამ ბოდიში მოიხადა.

 

„არ ვემხრობი უდანაშაულო ადამიანებისთვის ზიანის მიყენებას“, – აღნიშნა ბრალდებულმა.

 

მან უარყო, რომ ისლამისტური დაჯგუფების დავალებით მოქმედებდა და განაცხადა, რომ მხოლოდ თვითმკვლელობა ჰქონდა განზრახული.

 

აკაიედ ულამ ნიუ-იორკის ცენტრში მეტროში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა 2017 წლის დეკემბერში აამოქმედა, რის შედეგადაც დაშავდა ოთხი ადამიანი. შემთხვევის დროს ძლიერი დამწვრობა მიიღო თავად თავდამსხმელმა.

right_banner big_banner
არქივი