logo_geo
იერუსალიმში დაპირისპირების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა
- +

23 აპრილი. 2021. 13:10

 

 

იერუსალიმში ექსტრემისტი ებრაელი აქტივისტებისა და პალესტინელების დაპირისპირების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 300-მდე ებრაელი აქტივისტი მსვლელობას მართავდა და შემდეგ ფრაზას სკანდირებდა: „სიკვდილი არაბებს.“

 

დაპირისპირება იერუსალიმის ძველ უბანში, დამასკოს კარიბჭესთან მოხდა. პოლიცია ებრაელებისა და არაბების განცალკევებას ცდილობდა. არაბები მოგვიანებით პოლიციელებსაც დაუპირისპირდნენ და მათ ქვებს ესროდნენ.

 

სამართალდამცველებმა არაბების ჯგუფის დასაშლელად ხმოვან-მანათობელი ყუმბარები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად 102 პალესტინელი დაშავდა, რომელთაგან 22 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად 20 სამართალდამცველი დაშავდა. პოლიციის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს ებრაელი ახალგაზრდები არაბების სახლებს იერუსალიმის ძველ უბანში. ისრაელის პოლიციამ რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი