logo_geo
საფრანგეთში 140 პირს, „ფაიზერის“ ნაცვლად, ფიზიოლოგიური ხსნარი გაუკეთეს
- +

24 აპრილი. 2021. 17:27

 

საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ეპერნაიში, 140 ადამიანს „ფაიზერის“  ვაქცინის მაგივრად შპრიცით ფიზიოლოგიური ხსნარი შეუყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა France Bleu წერს.

 

გამოცემის ცნობით, ფიზიოლოგიური ხსნარის ინიექცია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, თუმცა 140-ვე პაციენტს უნდა ეცნობოს, რომ ისინი აცრილები არ არიან და მათ ვაქცინაცია ხელახლა უნდა ჩაუტარდეთ.

 

ვაქცინაციის კამპანია საფრანგეთში დეკემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინა მოხუცებმა და ჯანდაცვის მუშაკებმა მიიღეს.

 

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინის პირველი დოზა უკვე 14 მილიონმა ადამიანმა მიიღო.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი