logo_geo
საფრანგეთში კვლევის 15-მა მონაწილემ 40 დღე გამოქვაბულში გაატარა
- +

24 აპრილი. 2021. 19:05

 

„სამხრეთ საფრანგეთში, ადამიანებმა, რომლებიც სამეცნიერო ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ, 40 დღის შემდეგ პირველად, გამოქვაბული დატოვეს,“ - ამის შესახებ Aljazeera წერს.

 

ექსპერიმენტში მოხალისედ 15 ადამიანი - 8 კაცი და 7 ქალი იყო ჩართული.

 

ერთ თვეზე მეტი დროის განმავლობაში, მათ არანაირი კონტაქტი არ ჰქონდათ გარესამყაროსთან. არანაირი საათი და დღის სინათლე - გამოქვაბულში ტემპერატურა 10 გრადუსამდე იყო, ტენიანობა კი, 100%-ს აღწევდა.

 

ერთადერთი მოწყობილობა, რომელიც ექსპერიმენტის მონაწილეებს ჰქონდათ, იყო მცირე ზომის თერმომეტრი, რომელიც მათი სხეულების ტემპერატურას ზომავდა. მეცნიერები მათ სოციალურ ურთიერთობებსა და ქცევით რეაქციებს სენსორების საშუალებით აკვირდებოდნენ.

 

კვლევის მიზანი იმის შესწავლა იყო, თუ როგორ ეგუებიან ადამიანები მკვეთრ ცვლილებებს და რამდენად შეუძლიათ ახალ გარემოსთან შეგუება.

 

კვლევის მონაწილეებმა იცოდნენ, რომ გამოქვაბულში 40 დღის გატარება მოუწევდათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ საათისა და დღის შუქის არარსებობის გამო, მათ დროზე კონტროლი დაკარგეს. როცა მოესმათ სიგნალი გამოქვაბულის დატოვების შესახებ, გაუკვირდათ, რადგან ეგონათ, რომ 40 დღის გასვლამდე, 7-დან 10 დღემდე მაინც იყო დარჩენილი.

 

კვლევის დეტალურ შედეგებს მეცნიერები მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი