logo_geo
სირიის სანაპიროსთან ირანულ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა
- +

25 აპრილი. 2021. 11:35

 

 

სირიის სანაპიროსთან ირანულ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ მონიტორინგის ჯგუფ „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

 

ორგანიზაციის ინფორმაციით, ტანკერი ირანიდან მოდიოდა. მასზე თავდასხმა ბანიას პორტის მახლობლად განხორციელდა. ჯერ გაურკვეველი, თავდასხმა განხორციელდა დრონით, თუ სარაკეტო დარტყმით.

 

ამასთან, სირიის სახელწმიფო სააგენტო „სანა“, წერს, რომ ნავთობმზიდზე იერიში დრონით განხორციელდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მოგვიანებით ჩააქრეს.

 

 

big_banner
არქივი