logo_geo
კაცი, რომელმაც გულის გარეშე 5 კვირა იცოცხლა
- +

25 აპრილი. 2021. 13:01

 

 

მსოფლიოს პირველი უგულო ადამიანი – სწორედ ამ სიტყვებით მოიხსიებენ კრეიგ ლუისს, კაცს, რომელმაც გულის გარეშე 5 კვირა იცოცხლა.

 

2011 წლის მარტში 55 წლის კრეიგ ლუისი, ტეხასის გულის ინსტიტუტში ამილოიდოზის დიაგნოზით გადაიყვანეს.

 

ამილოიდოზი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ქსოვილში განსაკუთრებული ცილის (ამილოიდი) დაგროვება, რომელიც ორგანიზმში ნორმალური მდგომარეობისას არ არის. ის აზიანებს შინაგან ორგანოებს, კანის საფარს.

 

ლუისის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, ექიმების თქმით, მას მხოლოდ 12 საათის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. თუმცა, ლუისის მეუღლემ გადაწყვიტა, ქმარი ექიმ ბილ კონთან მიეყვანა, რომელმაც მისი სიცოცხლე იხსნა.

 

ექიმებმა ბილი კონმა და ბად ფრეიზერმა, ლუისის სიცოცხლის გადასარჩენად რევოლუციური გადაწყვეტილება მიიღეს - მათ პაციენტს გული ამოჰკვეთეს და მის ადგილას აპარატი ჩადგეს, რომელიც გულის არარსებობის პირობებში, ორგანიზმს სისხლის უწყვეტი მიწოდებით უზრუნველყოფდა. ოპერაცია 48 საათს გრძელდებოდა.

 

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ლუისი თავს მშვენივრად გრძნობდა. უბრალოდ  აქ ერთი რამ იყო უჩვეულო - კრეიგ ლუისის სტეტოსკოპით მოსმენისას, გულისცემა არ ისმოდა, ხოლო კარდიოგრამის აპარატზე შეერთებისას, სწორი ზოლი ჩანდა, რომელიც სიკვდილს აფიქსირებს. ამის მიუხედავად, პაციენტი ცოცხალი იყო. ამგვარად, ლუისი მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც გულის გარეშე განაგრძო სიცოცხლე.

 

„როდესაც ვცდილობდი მისი პულსისთვის მომესმინა, რაღაც დახშული ხმა იყო. მას პულსი არ ჰქონდა“,- ამბობს ლუისის ცოლი.

 

მართალია, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ პაციენტს სხვა ორგანოებიც დაავადებული ჰქონდა. ოპერაციიდან 5 კვირის შემდეგ, კრეიგ ლუისს თირკმლის უკმარისობა განუვითარდა და ოჯახმა ჰუმანური გადაწყვეტილება მიიღო – გულის აპარატის გამორთვა ითხოვა, რათა კრეიგისთვის მშვიდად გარდაცვალების საშუალება მიეცათ.

 

მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე ექიმებმა დაადასტურეს, რომ ხელოვნური გული შეუფერხებლად მუშაობდა და პაციენტი თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი