logo_geo
ინდოეთში მეხუთე დღეა, კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება
- +

26 აპრილი. 2021. 19:31

ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების მასობრივი კრემაცია მიმდინარეობს. ქვეყანაში უკვე მეხუთე დღეა, გარდაცვლალების რეკორდული რიცხვი ფიქსირდება.

 

გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსს კიდევ 2 812 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირების დღიურმა ახალმა შემთხვევებმა კი- 254 ათასს მიაღწია.

 

ქვეყანამ თხოვნით მიმართა ევროკავშირს, უზრუნველყონ მიწოდება სამედიცინო ჟანგბადისა და ანტივირუსული მედიკამენტ „რემდესივირის“, რომელიც კოვიდ-პაციენტების მკურნალობის პროცესში გამოიყენება. დახმარების სურვილი უკვე გამოთქვეს ირლანდიამ, გერმანიამ და საფრანგეთმა.

big_banner
არქივი