logo_geo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჯო ბაიდენის 24 აპრილის განცხადებამ ჩვენს ურთიერთობებს ზიანი მიაყენა
- +

26 აპრილი. 2021. 21:33

 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ 1915 წლის მოვლენების გენოციდად აღიარებას „უსაფუძვლო და ფაქტების საწინააღმდეგო“ უწოდა და განაცხადა, რომ ამას „დესტრუქციული გავლენა ექნება“.

 

„ბაიდენმა საუკუნეზე მეტის ხნის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოიყენა არასამართლიანი ფრაზა, რომელიც ისტორიას არ ეფუძნება. ამან ჩვენ ძალიან დაგვამწუხრა. ეს საკითხები ისტორიკოსებს უნდა მივანდოთ და არა პოლიტიკოსებს. თუმცა, მოწინააღმდეგე მხარისგან არავითარი პასუხი არ არის. დასავლეთი პირფერობას ავლენს სომხეთის საკითხზე და ტერორისტულ ორგანიზაციებთან მიმართებაში“, – განაცხადა ერდოღანმა.

 

მან იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის ლიდერთან პირისპირი შეხვედრის დროს, რომელიც ივნისში გაიმართება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყება.

 

„ჯო ბაიდენის 24 აპრილის განცხადებამ ჩვენს ურთიერთობებს ზიანი მიაყენა. ვიმედოვნებ, რომ პირისპირი შეხვედრის დროს ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყებას შევძლებთ. ჩვენს ქვეყნებს ურთიერთობები აქვთ“, - განაცხადა ერდოღანმა.

big_banner
არქივი