logo_geo
უკრაინამ რუსეთის კონსული პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა
- +

27 აპრილი. 2021. 15:48

 

 

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოდესაში მდებარე რუსეთის გენერალური საკონსულოს კონსული პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა“, - შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის საგარეო უწყების ვებგვერდზეა განთავსებული.

 

მათივე ინფორმაციით, დიპლომატმა უკრაინის ტერიტორია 30 აპრილის დღის ბოლომდე უნდა დატოვოს. უწყებამ აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქმედების პასუხად მიიღო, რომელმაც უკრაინელი დიპლომატი 26 აპრილს პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

 

„ამ ნაბიჯს რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებული ანტიუკრაინული კამპანიის გაგრძელებად და უკრაინის დიპლომატიური მისიების თანამშრომლების წინააღმდეგ არამეგობრული ქმედებების მორიგ გამოვლინებად მივიჩნევთ“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი