logo_geo
ბრიუსელში ბერძენი ევროპარლამენტარი დააკავეს
- +

27 აპრილი. 2021. 17:00

 

 

ბერძენი ევროპარლამენტარი იოანის ლაგოსი, მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნიდან რამდენიმე საათში ბრიუსელში, საკუთარ სახლში დააკავეს. მემარჯვენე პარტია „ოქროს განთიადის" წევრს ევროპარლამენტმა იმუნიტეტი გუშინ გვიან საღამოს მოუხსნა, თუმცა გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. ინფორმაციას Ekathimerini  ავრცელებს.

 

ლაგოსის საბერძნეთში ექსტრადიციის საკითხი მისი ბინის ჩხრეკის ნებართვაზეა დამოკიდებული. ბელგიის კანონების თანახმად, თუ ის სამართალდამცავებს ჩხრეკის ნებას არ მისცემს, მას ბერძნულ მხარეს გადასცემენ.

 

იოანის ლაგოსი პარტიის სხვა წევრებთან ერთად 2014 წელს საბერძნეთში გაასამართლეს და 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საბერძნეთის სასამართლოს ვერდიქტით, მათ დანაშაულებრივი ორგანიზაციის მართვასა და სიძულვილის ნიადაგზე არა ერთ ძალადობაში ედებათ ბრალი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი