logo_geo
კორონავირუსის „ინდური შტამი“ სულ მცირე 17 ქვეყანაში გამოვლინდა
- +

28 აპრილი. 2021. 10:10

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსის „ინდური შტამი“ სულ მცირე 17 სახელმწიფოში დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

ჯანმოში აცხადებენ, რომ ვარიანტის B.1.617 ყველაზე მეტი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და სინგაპურშია გამოვლენილი.

 

საქართველოში „ინდური შტამი“ ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

big_banner
არქივი