logo_geo
ავსტრალიელმა ექიმმა ბავშვის ხშირი დაბანის საფრთხეებზე ისაუბრა
- +

28 აპრილი. 2021. 12:31

 

ავსტრალიელმა ექიმმა სემ ჰეიმ განაცხადა, რომ ბავშვების ხშირი დაბანა სახიფათოა. ინფორმაციას ამის შესახებ The Mirorr ავრცელებს.

 

ექსპერტის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ დაბანა ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას ბავშვის კანიდან, იცავს უსიამოვნო სუნისგან და არ ხსნის ფორებს, წყლისა და საპნის ზედმეტმა ზემოქმედებამ, შესაძლოა, კანი გამოაშროს და რიგი დაავადებები გამოიწვიოს.

 

მან აღნიშნა, რომ ბავშვის ყოველდღიური დაბანის საჭიროება არ არის. აბაზანის მიღება რეკომენდირებულია ყოველ ორ ან სამ დღეში ერთხელ.

 

ექიმმა განაცხადა, რომ დაბანის სიხშირე დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებთან, როგორიცაა კლიმატი, ბავშვის სისუფთავე და მისი აქტივობა. მაგალითად, ზამთარში ცივი ჰაერი აშრობს კანს, ამიტომ უმჯობესია აბაზანა მიიღოთ მცირე ხნით და არა ცხელ წყალში. მან ასევე მშობლებს მოუწოდა, რომ ბავშვები აუცილებლად დაბანონ, თუ ისინი ბინძურდებიან.

 

„ტალახი კანს აღიზიანებს და შეიცავს ბაქტერიებს, რაც იწვევს უფრო სერიოზულ პრობლემებს, როგორიცაა ეგზემა ან კანის ინფექციები. ეგზემის დროს აუცილებელია მისი კონტროლი, რადგან ხშირმა დაბანამ, შესაძლოა, კანის გამოშრობა გამოიწვიოს და სიტუაცია უფრო გაართულოს", - განაცხადა ექიმმა.

 

ექსპერტმა მშობლებს მისცა რეკომენდაცია, რომ კანის პრობლემების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ყოველდღიური დაბანისა და საპნის შემცირება. ამის ნაცვლად შესაძლებელია აბაზანის ზეთისა და დამატენიანებლის გამოყენება.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი