logo_geo
ჩრდილოეთ კაროლინაში 12 წლის ბიჭი სკოლასა და კოლეჯს ერთსა და იმავე კვირაში ამთავრებს
- +

28 აპრილი. 2021. 17:17

 

 

ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ სოლსბერიში მცხოვრები 12 წლის მაიკ უიმერი სკოლასა და კოლეჯს ერთსა და იმავე კვირაში ამთავრებს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

 

პანდემიისა და აკრძალვების შედეგად გამოთავისუფლებული დრო მაიკმა სწავლისთვის გამოიყენა და ერთ კალენდარულ წელიწადში სკოლის ორი დამამთავრებელი კლასის და ორწლიანი კოლეჯის სრული პროგრამა აითვისა.

 

მაიკ უიმერი როუან-კაბარუსის სათემო კოლეჯს 21 მაისს, კონკორდის უმაღლეს აკადემიურ სკოლას კი 28 მაისს დაამთავრებს. სკოლაში მისი დიპლომის საშუალო ნიშანი (ე. წ. GPA) 5,45-ს, კოლეჯში კი 4,0-ს შეადგენს.

 

12 წლის ბიჭის თქმით, დიპლომების აღების შემდეგ მას არჩევანის გაკეთება მოუწევს. რამდენიმე ამერიკული და უცხოური კომპანია მაიკ უიმერს სამსახურს სთავაზობს, ზოგიერთი უნივერსიტეტი კი მზად არის მაიკის სტარტაპის დასაფინანსებლად სტიპენდია გამოყოს.

 

„გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ მაქვს, მაგრამ მინდა, ხალხმა იცოდეს, რომ მე ჯერ კიდევ ბავშვი ვარ. მიყვარს კალათბურთის თამაში და „ლეგოს“ აწყობა. ხალხი ალბათ ფიქრობს, რომ მე ბავშვობა დავკარგე, მაგრამ ეს ასე არაა“, - ამბობს მაიკი.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი