logo_geo
ტომ კრუზმა გადასაღებ მოედანზე ოპერატორი გადაარჩინა
- +

28 აპრილი. 2021. 18:50

 

მსახიობმა ტომ კრუზმა, „შეუსულებელი მისია 7-ის" გადაღების დროს, ოპერატორი გადაარჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail ავრცელებს.

 

პანდემიის გამო შეწყვეტილი გადაღებები ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის მუშაობა ინგლისში გრძელდება.

 

ზოგიერთი მნიშვნელოვანი „ექშენ" სცენა ისტორიულ, North Yorkshire Moors Railway-ის სარკინიგზო ტრასაზე გადაიღეს. ტომ კრუზი, რომელიც უკვე დიდიხანია, კასკადიორის გარეშე მუშაობს, მოძრავ მატარებელზე ავიდა. ერთ მომენტში, მსახიობმა დაინახა, რომ ოპერატორმა ვარდნა დაიწყო და მის დასახმარებლად სწრაფადვე გაემართა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ოპერატორებსაც და მსახიობებსაც დამცავი თოკები ეკეთათ, ვარდნის შემთხვევაში სერიოზულ ტრავმას ისინი ვერ გადაურჩებოდნენ. ტომ კრუზმა ოპერატორის დაჭერა მოასწრო და ის მატარებელზე დააბრუნა. გადაღების პროცესი კი ჩვეულ რიტმში გაგრძელდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი