logo_geo
ჩინეთში კაცმა საბავშვო ბაღში 18 ბავშვი და მასწავლებელი დაჭრა
- +

28 აპრილი. 2021. 18:52

 

ჩინეთში ცივი იარაღით შეიარაღებული პირი საბავშვო ბაღში შეიჭრა და 16 ბავშვი და 2 მასწავლებელი დაჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მცირეწლოვნის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა გუანსი-ჩჟუანის ავტონომიურ ოლქში, ქალაქ ბეილიუში მოხდა.

 

სამართალდამცავებმა მოძალადე უკვე დააკავეს. თავდასხმის მიზეზები და რითი იყო შეიარაღებული თავდამსხმელი უცნობია.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი