logo_geo
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 149 მილიონს გადააჭარბა
- +

29 აპრილი. 2021. 10:39

 

 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 149 მილიონს გადააჭარბა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 149 036 962 შემთხვევა გამოვლინდა, 3 141 143 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 86 485 449 - გამოჯანმრთელდა.

 

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 32 214 382 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 574 156 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

big_banner
არქივი