logo_geo
გერმანიაში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს
- +

29 აპრილი. 2021. 11:44

 

 

გერმანიის ქალაქ პოსტდამში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Märkische Allgemeine ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, პოლიციამ გუშინ ღამე პოტსდამში, ევანგელისტური ეკლესიის საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო ცენტრში ოთხი მოკლული ადამიანის გვამი და ერთი მძიმედ დაჭრილი ადამიანი იპოვა. სამართალდამცავებმა 51 წლის ქალი დააკავეს.

 

„ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია, რაიმე განცხადება გავაკეთოთ დანაშაულის მოტივის შესახებ", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

 

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

big_banner
არქივი