logo_geo
ენტონი ბლინკენი მომავალ კვირას უკრაინას ვიზიტით ეწვევა
- +

30 აპრილი. 2021. 10:52

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მომავალ კვირას უკრაინას ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

„უკრაინასთან საზღვარზე რუსეთის ძალების რიცხვი იმაზე უფრო დიდია, ვიდრე 2014 წელს, როდესაც რუსეთმა შეჭრა განახორციელა. არ შემიძლია იმის თქმა, რომ ჩვენ ვიცით, თუ რა განზრახვები აქვს პუტინს. უამრავი რამეა, რისი გაკეთებაც შეუძლია. ბოლო დღეების განმავლობაში, ამ ძალების ნაწილის გაყვანის გადაწყვეტილება ვიხილეთ და ვხედავთ, რომ ნაწილი გაიყვანეს“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

 

22 აპრილს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში შემოწმებითი ღონისძიებების დასრულება გამოაცხადა.

 

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გენერალურ შტაბს, სამხედრო ოლქებსა და საჰაერო-სადესანტო ძალებს 23 აპრილიდან ჯარების მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნება დაავალა.

big_banner
არქივი