logo_geo
თურქეთის მარეგულირებელმა „სპუტნიკ V“ საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა
- +

30 აპრილი. 2021. 19:33

 

თურქეთის მარეგულირებელმა რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა.

 

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინამ ავტორიზაცია თურქეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სააგენტოს შეფასების შედეგად მიიღო.

 

28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი „სპუტნიკ V“-ის ვაქცინის 50 მილიონ დოზას შეიძენს.

 

აღსანიშნავია, რომ თურქეთში ვაქცინაციას Sinovac-ისა და Pfizer-BioNTech-ის ვაქცინებით ატარებენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი